вторник, 21 октября 2014 г.

სააღმზრდელო გეგმა




                                     VI  კლასი

                                   კლასსაათი



თემა
ვიზიტი „ბიბლუსში”;ხელვაჩაურის რაიონულ ბიბლიოთეკაში


მიზანი
·         წიგნისადმი ინტერესის გაღვივება.

·         წიგნის მაღაზიისა და ბიბლიოთეკის დანიშნულების გააზრება.

·         მოსწავლეებისათვის  საჭირო წიგნების შერჩევა და შეძენა.

·         სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მენეჯმენტი
ტრანსპორტი:(გზის ხარჯი-მასწავლებელი მოსწავლეები.











რეფლექსია
2014წლის 11ოქტომბერს ზემო თხილნარის საჯარო სკოლის VI-VIIკლასის
მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელებმა წავიყვანეთ წიგნის მაღაზია „ბიბლუსში”.
მაღაზიის მენეჯერმა მოსწავლეებს წაუკითხა მინი ლექცია მაღაზიის დაარსების შესახებ.აჩვენა მათი ასაკის შესაფერისი წიგ-
ნები.მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მაღაზიაში
არსებული წიგნები,შეარჩიეს და შეიძინეს სასურველი წიგნები.
         16 ოქტომბერს გვქონდა ვიზიტი რაიონულ ბიბლიოთეკაში.
მოსწავლეებმა ბიბლიოთეკარისაგან  მოისმინეს ბიბლიოთეკის დაარსებისა და შემდეგი განვითარების ისტორია.მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩაინიშნეს.მოინახულეს საბავშვო კუთხე სადაც წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ შესრულებული
ხელნაკეთი ნივთები.მოსწავლეებმა გაიხსენეს ზღაპრები და პერსონაჟები.მოსწავლეთა ნაწილი ჩაეწერა ბიბლიოთეკის მკითხველთა სიაში.
მოსწავლეებისათვის ეს დღე პოზიტიური იყო.ბავშვები უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს .

შენიშვნა

მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები წარმოადგინეს წერილობით.                                










Комментариев нет:

Отправить комментарий